დიმიტრი ხუნდაძე - დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა - მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვიყავით და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ

დეგნანის და ივანიშვილის შეხვედრაზე ჩვენი შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა - მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ვიყავით და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, "დუმილი არის ხოლმე დასტური იმისა, რომ სარისკო პროცესებს მხარს უჭერს ის, ვინც პირიქით, მას უნდა აზღვევდეს". ამ კონტექსტში მან განაცხადა, რომ ელჩი გარკვეულ შეკითხვებზე დუმდა.

"როცა კითხვები იყო დასმული ომის რიტორიკაზე აშშ- ის ელჩის მისამართით, მან დუმილი არჩია, როცა კითხვა დაისვა, სასამართლო გადაწყვეტილება ხომ არ იყო საფუძველი, რომ მოსამართლე დასანქცირებულიყო და ვერ გამგზავრებულიყო აშშ- ში, ამაზე პასუხი არ იყო, ასევე დასმული იყო შეკითხვები, იყო თუ არა შეხვედრა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის. ეს შეკითხვა განაპირობა კულისებში მიმდინარე პროცესებმა, რაზეც ჩვენ ამ ეტაპზე არ ვსაუბრობთ და დეგნანის დუმილმა თავიდან ეს ინტერესი კიდევ გააღვივა", - განაცხადა ხუნდაძემ.

კითხვაზე, საიდან ჰქონდათ ინფორმაცია კულუარულ შეხვედრაზე, ხუნდაძე ამბობს, რომ "კულისებიდან".

"ჩვენ ვართ აქტიურ პოლიტიკაში ჩართული, მით უმეტეს, ჩვენ მანამდე ვიყავით მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები და ინფორმაცია გვქონდა, ეს არ უნდა გიკვირდეთ. მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ კულუარული ინფორმაციები კულისებიდან," - განაცხადა ხუნდაძემ.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს