ირაკლი კობახიძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, მათ შორის დაპირისპირებაა, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა

ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე. ბუნებრივია, მათ შორის არის დაპირისპირება, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა დღეს სინამდვილეში, - ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ პარტიის მხარდამჭერების ერთი ჯგუფისადმი გაკეთებულ განცხადებას.

კობახიძის განმარტებით, ეს განცხადება შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილებების გარეთ გამოტანაა.

„რეალურად, ეს არის შიდაპარტიული პრობლემების და განხეთქილებების გარეთ გამოტანა, ამის გაკეთება მოუწია ფორმალურ თავმჯდომარეს. ყველამ ვიცით, რომ ამ პარტიაში არსებობს რეალური ლიდერი, ბელადი და ფორმალური თავმჯდომარე, ბუნებრივია, მათ შორის არის დაპირისპირება, რისი გარეთ გამომზეურებაც მოხდა დღეს სინამდვილეში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და პარტიის მხარდამჭერების ერთ ჯგუფს მიმართავს. როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მის წინააღმდეგ ბრძოლა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაც არის, რადგან პარტიის გამარჯვებით სააკაშვილი ტყვეობიდან თავისუფლდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა