ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს, თუმცა მაინც ახერხებენ

ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს იმისათვის, რომ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას გაემიჯნოს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის განხილვამ ერთი წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია პირველადი ვადები არ შეიცვლება და დეკემბრისთვის აპირებენ შესაბამისი კანონპროექტების დასრულებას.

„პროცესი მიმდინარეობს, არის 12 პუნქტი, შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკავებული არიან კანონპროექტების მომზადებით. გათვალისწინებულია ათეულობით კანონპროექტის მომზადება, რისთვისაც კონკრეტული ვადებია დადგენილი. მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატის სტატუსის განხილვამ ერთი წლით, 2023 წლის შემოდგომამდე გადაიწია, ვთქვით, რომ პირველადი ვადები არ შეიცვლებოდა და დეკემბრისთვის ვაპირებთ ამ ყველაფრის დასრულებას. ოპოზიციას რეალური საბაბიც კი არ აქვს იმისათვის, რომ გაემიჯნონ პარლამენტის სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის ჯგუფებს, თუმცა ამას მაინც ახერხებენ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა