გიგა ბოკერია - ივანიშვილი კობახიძის პირით ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა დაიცვას ის ევროპარლამენტისგან, ანუ პირდაპირ გვეუბნება, რომ საკუთარი ქონების დასაცავად იყენებს ქვეყანას

სხვებს რომ თავი დავანებოთ, ქართველი საზოგადოებისთვის კიდევ ერთი შეურაცხმყოფელად უტიფარი ბოდვა, ან ბოდვის მარგალიტი

მოვისმინეთ, როცა კობახიძის პირით ივანიშვილი ეუბნება ამერიკის ელჩს, რომ მან უნდა დაიცვას ის ევროპარლამენტისგან, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ბოკერია განმარტავს, ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას ეროვნული ინტერესების ღალატით იყენებს.

„რეალურად, ეს როგორც სჩანს, მის ქონებასა და ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება, ანუ კაცი პირდაპირ გვეუბნება, რომ თავისი ქონებისთვის იყენებს ქვეყანას, ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატით. ეს არის კიდევ ერთი დეტალი კობახიძის დღევანდელ გამოსვლაში, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „როცა ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც საუბარია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჩვენი პარტიის დამფუძნებელია, უნდა დაისაჯოს, ასეთი რეზოლუცია აღვივებს პოლარიზაციას, როცა ელჩი ამას არ ემიჯნება, ესეც აღვივებს პოლარიზაციას“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო