ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს - თქვენმა კოლეგამ ისეთი სიბინძურე იკადრა, ამას ყველა ადამიანი უნდა გაემიჯნოს

თქვენმა კოლეგამ ისეთი სიბინძურე იკადრა, ამაზე შეფასება ნათელია, ამას ყველა ადამიანი უნდა გაემიჯნოს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს თუ არა შეურაცხყოფის გამო, „მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის ბოდიშის მოხდას.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც ახალგაზრდა ადამიანი ასეთ რაღაცას კადრულობს, მომავალში ვეღარ განვითარდება.

„როდესაც ასეთი უკადრებელი შეურაცხყოფაა, ყველამ უნდა მიანიშნოს ახალგაზრდა ადამიანს, რომ ამის კადრება არ შეიძლება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარის“ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა