საგარეო უწყებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბიჭვინთასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ, სადაც სოხუმის ე.წ. პარლამენტი ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკისა" და მიწების რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გეგმავს.

მათი თქმით, ასეთ ვითარებაში ხელისუფლების დუმილი დანაშაულია და ისინი საგარეო უწყებისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

"მოვითხოვთ ხელისუფლებისგან გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და მოიქცნენ ისე როგორც ხელისუფლებას შეეფერება. ხელისუფლების დუმილი არის დანაშაული", - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამინისტროსთან სპეციალური პლაკატებით იყვნენ მისული, წარწერებით: "აფხაზეთი საქართველოა"; "ილია დარჩიაშვილი გაიღვიძე"; "პუტინი კლავს".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო