მრგვალი მაგიდა „ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები" გაიმართა

გენდერული თანასწორობის მიმართულებით ძალისხმევის გაძლიერების მიზნით, დღეს, მრგვალი მაგიდა „ქალთა ეკონომიკური და პოლიტიკური გაძლიერება საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „განვითარების და დემოკრატიის ცენტრი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის დისკუსიის მიზანი იყო, საქართველოში ქალთა როლის განხილვა პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ასევე ქალთა ჩართულობის გაძლიერების შესაძლებლობები, გამოწვევები და მათ წინაშე არსებული დაბრკოლებები.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსი ქალები, სამოქალაქო სექტორისა და ექსპერტთა წრეების, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამეწარმეო/ბიზნეს სფეროდან ქალები.

ღონისძიება "განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" ორგანიზებით (CDD), Women/Business /Angels Association - თან პარტნიორობითა და ფინანსური ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს