პაატა გაფრინდაშვილი - ხვალ ფრიადოსნებიც რომ გავხდეთ, საუკეთესო პარტნიორებთან და ევროკავშირთან ნდობის აღდგენა გაგვიჭირდება

ხვალ ფრიადოსნებიც რომ გავხდეთ, საუკეთესო პარტნიორებთან და ევროკავშირთან ნდობის აღდგენა გაგვიჭირდება. ელჩებზე თავდასხმა ნიშნავს კონკრეტულად ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს დიპლომატიის ანა-ბანაა, - ასე აფასებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი საერთაშორისო პარტნიორების და ელჩების მისამართით ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

რაც შეეხება აშშ-ს ელჩისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას, გაფრინდაშვილის განცხადებით, ამ ფაქტის გარეშეც ნათელია, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ,,ოლიგარქის მიერ ფორმალურ პროცესებში ჩარევა და გადაწყვეტილებების მიღება”.

,,ასეთ დამოკიდებულებას და დაკარგული ნდობის გამოსწორებას შესაძლებელია წლები დასჭირდეს, ხვალ ფრიადოსნებიც რომ გავხდეთ, საუკეთესო პარტნიორებთან და ევროკავშირთან ნდობის აღდგენა გაგვიჭირდება. ელჩებზე თავდასხმა ნიშნავს კონკრეტულად ამ სახელმწიფოების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, ეს დიპლომატიის ანა-ბანაა, უკვე არა კონკრეტული პირები, არამედ აშშ-ს მთავრობის სტრატეგია საქართველოსთან მიმართებაში ცხადდება ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ამ სამწუხარო ფურცლის გადაშლა უკვე დაწყებულია. ყველამ იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ რაც შეიძლება ადრე დასრულდება ეს ქაოსი, ამას ჰქვია ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

ელჩების საქმიანობის ნაწილია ხვდებოდნენ ნებისმიერ პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ მოღვაწეს, ეს განხილვის თემა არ უნდა იყოს. ნეტავ კიდევ უფრო ხშირად შეხვდნენ ბატონ ივანიშვილს და არა მხოლოდ აშშ-ს ელჩი. სამწუხაროდ, ამ ფაქტის გარეშეც ნათელია, რომ საქართველოში სახეზე გვაქვს ოლიგარქის მიერ ფორმალურ პროცესებში ჩარევა და გადაწყვეტილებების მიღება”, - აღნიშნა პაატა გაფრინდაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს