დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინაში რუსული ჯარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის ბენ უოლესის განცხადებით, უკრაინაში რუსული ჯარი „ძალიან რთულ მდგომარეობაშია“. მან ამასთანავე დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სტრატეგია მისი ჯარების ხორცსაკეპ მანქანაში გატარებას ჰგავს.

მინისტრის განმარტებით, ყველა კრიტერიუმით რუსეთმა ვერ მიაღწია თავის ძირითად მიზნებს და ამან გამოიწვია უდიდესი დანაკარგი და მსხვერპლი.

უოლესი მიიჩნევს, რომ რუსეთს ცალსახად არ შესწევს უკრაინის ოკუპირების ძალა.

„მათ შეუძლიათ გააგრძელონ მკვლელობები განურჩევლად და გაანადგურონ, მაგრამ ეს გამარჯვება არ არის. პუტინს არ შეუცვლია თავისი სურვილი, მოახდინოს მთელი უკრაინის ოკუპაცია, აიღოს კიევი და ოდესა, მაგრამ მისი ჯარი ფაქტობრივად პარალიზებულია უდიდესი დანაკარგებით. 25 ათასზე მეტი გარდაცვლილია, შეიძლება იყოს ორჯერ მეტი დაშავებული“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

უოლესის განცხადებით, უკრაინის თავდასხმებმა ხიდებზე, რამაც, როგორც ჩანს, გავლენა მოახდინა მდინარე დნეპრის ჩრდილოეთით ხერსონში ჯარების მომარაგების შესაძლებლობაზე, მტერი „ძალიან რთულ მდგომარეობაში“ ჩააყენა და აიძულა რუსები „დაცვით პოზიციაზე“ გადასულიყვნენ სამხრეთით.

ლორა თორნტონი - მე ვარ მხოლოდ ერთი ხმა ხმათა გუნდში, რომელიც ამბობს, რომ საქართველო პრორუსული „ქართული ოცნების“ პირობებში ავტორიტარიზმში გადაეშვა - მე თუ არ ვიქნები სპიკერი, ჩემს ადგილს ვიღაც სხვა დაიკავებს და იტყვის ზუსტად იგივეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2026
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლება ცდილობს კანონმდებლობა თავის მიზნებსა და იდეებს მოარგოს
ნათია ფიფია - თუ 2026-2027 სასწავლო წლისთვის აპირებდნენ ახალი პრინციპით: „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი“ სტუდენტების მიღებას, მაშინ უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხი ნამდვილად ახლა უნდა გადაწყვეტილიყო