იაგო ხვიჩია - მოვუწოდებ კოლეგებს და არასამთავრობო სექტორს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ მარტო გიორგი ვაშაძე

მოვუწოდებ კოლეგებს და არასამთავრობო სექტორს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ მარტო გიორგი ვაშაძე, ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს „ქართულ ოცნებასთან", მაგრამ ჯერ უნდა ესწრებოდე პროცესს და ყველაფერს აკეთებდე, რაც შენგან არის იქ გასაკეთებელი, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად ოპოზიციის მიერ დაწყებულ სამუშაო პროცესს გამოეხმაურა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" საშუალება არ უნდა მისცენ, რომ ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა ოპოზიციას დაბრალდეს.

"სხვებსაც მოვუწოდებთ, გამოვიდნენ ამ პროცესიდან და დატოვონ გიორგი ვაშაძე და მისი პარტია მარტო საკუთარ თავთან, არასამთავრობო სექტორსაც მოვუწოდებთ, რადგან თუ გვინდა რამე გამოვიდეს, შეთანხმება ერთობლივად უნდა შედგეს და ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის თქმის საშუალება, რომ ოპოზიციამ ცალკე პროცესების შექმნით ხელი შეუშალა შეთანხმების მიღწევას და მერე ოპოზიციას უნდა დაბრალდეს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა. მე ეს არ მინდა და ამიტომ მოვუწოდებ ყველას, ვინც იქ მონაწილეობს, ნუ მისცემენ ლეგიტიმაციას უაზრობას, დატოვონ საკუთარ თავთან ვაშაძე, მერე ვნახოთ აქეთ რა მოხდება, ზუსტად იგივეს გაკეთება შეიძლება მოგვიწიოს "ქართულ ოცნებასთან", მაგრამ ჯერ უნდა ესწრებოდე, ყველაფერს აკეთებდე, რაც შენგან არის იქ გასაკეთებელი და ადამიანებს უყვებოდე, იქ რასაც ხედავ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა