ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში ჩართული არ ყოფილა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით დადასტურდა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლაში არ იყო ჩართული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით ასევე პასუხი გაეცა „მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებას, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა“.

„ყველას კარგად მოგვეხსენება, თუ როგორ არ იყო დაცული საკუთრების უფლება საქართველოში 2012 წლამდე. ეს ვითარება რადიკალურად შეიცვალა ჩვენი მთავრობის პირობებში. დღეს კერძო საკუთრება არის დაცული და ყველა ადამიანს აქვს იმის უფლება, რომ თავისუფლად ფლობდეს ქონებას, განავითაროს ბიზნესი. რა თქმა უნდა, ბიზნესი არის ხელშეუხებელი ისევე, როგორც ადამიანების კერძო საკუთრება. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ხელშეუხებელი უფლება.

მინდა ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე აღვნიშნო, ბრალდებები, რომელიც ჩვენ ამ თვეების განმავლობაში მოვისმინეთ, თითქოს გარკვეული სანქციების გვერდის ავლა ხდება საქართველოში, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშით დადასტურებული არის, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ჩვენ მაქსიმალური გამჭვირვალობით ვმუშაობთ, ვიმუშავებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ეს არის პასუხი მრავალთვიან უწყვეტ ცილისწამებაზე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან მომდინარეობდა“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 2022 წლის საინვესტიციო კლიმატის შეფასებით ანგარიშის მიხედვით, „ეროვნული ბანკი და ქართული ფინანსური ინსტიტუცია სრულად მოქმედებენ აშშ-სა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული ფინანსური სანქციების შესაბამისად“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა