პრემიერი ბიჭვინთის საკითხზე - მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ

მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას ბიჭვინთის ანექსიის საფრთხესთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მმართველი გუნდი მისი გონივრული პოლიტიკით ქვეყანას გააერთიანებს.

„არათუ ბიჭვინთა, არამედ აფხაზეთი და სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი არის დროებით ოკუპირებული რუსეთის მხრიდან. მოვუწოდებდი ჩვენს პოლიტიკოსებს, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ, სწორედ მათი უგუნური მოქმედებების შედეგია, რომ კოდორის ხეობა დავკარგეთ, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა ამ კონფლიქტთან და 100-ზე მეტი სოფელი. ჩვენ ჩვენი გონივრული პოლიტიკით ვაკეთებთ იმას, რომ ქვეყანაში შენარჩუნებულია სიმშვიდე და სტაბილურობა, ჩვენ ასეთივე გონივრული პოლიტიკით ჩვენს ქვეყანას გავაერთიანებთ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების და მის გარშემო 186 ჰექტარი მიწის ნაკვეთის მფლობელი რუსეთის ფედერაცია ხდება. არსებული ინფორმაციით, ტერიტორიის გადაცემის შესახებ შეთანხმება მოსკოვში 2022 წლის 19 იანვარს, რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორისაა დადებული, თუმცა ამის შესახებ ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. დოკუმენტში წერია, რომ მიწა, სადაც შენობა-ნაგებობები დგას, 49 წლით არის გადაცემული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს