გიორგი ვაშაძე პრეზიდენტს - მოგმართავთ, შეაჩეროთ პროცესი, რომელიც ფიასკოსთვის განწირულია, შეარჩიოთ საკონკურსო კომისია, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა და ახლიდან გამოცხადდეს კონკურსი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე

მოგმართავთ, შეაჩეროთ პროცესი, რომელიც ფიასკოსთვის განწირულია, შეარჩიოთ საკონკურსო კომისია, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა და ახლიდან გამოცხადდეს კონკურსი ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე, - ამ განცხადებით "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მიმართა.

ვაშაძე პრეზიდენტს მიმართავს, განახორციელოს სრულფასოვნად ის პასუხისმგებლობა, რაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერით აიღო.

"19 აპრილის შეთანხმებამ დააკისრა პრეზიდენტს პასუხისმგებლობა, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი როლი, რათა სამოქალაქო სექტორთან ერთად შეირჩეს ობიექტური კანდიდატები. სამწუხაროდ, ორგზის უგულებელყო პრეზიდენტმა ეს პროცესი და დისტანცირება არჩია, ამიტომ მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, დღეს არის გადამწყვეტი დრო, როცა მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე და მის შესრულებაზე. მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ კომისიებს, რომელსაც თქვენი ადმინისტრაცია არჩევს, აქვს ნულოვანი ნდობა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ფაქტობრივად ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ სამოქალაქო სექტორიდან უარი თქვა ამ კომისიებში მონაწილეობაზე. ზუსტად იმიტომ, რომ ამ კონკურსს და თქვენს მიერ შექმნილ კომისიას არ აქვს ნდობა, კანდიდატების 90 პროცენტი ვინც არის წარმოდგენილი, არის ცესკო- ს შიდა აპარატიდან. რაც ყველაზე სამწუხაროა, მესამედ არის წარდგენილი ცესკო- ს თავმჯდომარედ კანდიდატი, რომელსაც ორგზის უკვე პარლამენტმა უთხრა უარი, ამიტომ მოგმართავთ, მნიშვნელოვანია, თქვენ როგორც პრეზიდენტმა, აიღოთ თქვენს თავზე ის პასუხისმგებლობა, რაზეც ხშირად მოგვიწოდებთ ხოლმე ჩვენ - ოპოზიციას, "ქართულ ოცნებას", საზოგადოებას და ეს პროცესი, რომელიც ფაქტობრივად ფიასკოსთვის განწირულია, შეაჩეროთ, არ წარმოადგინოთ კანდიდატები, რადგან მათ არ ექნებათ ნდობა საზოგადოების მხრიდან, შეარჩიოთ ის საკონკურსო კომისია, რომელსაც ექნება მაღალი ნდობა და ახლიდან გამოცხადდეს კონკურსი,"- განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა