გია ვოლსკის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლით რამე ხდება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასება იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში არანაირი ნიშანი არ არის იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლით რამე ხდება.

მისივე თქმით, გლობალური სისტემის კონტროლი არც საქართველოში და არც სხვა ქვეყანაში არ დაუშვებს, რომ ისეთი რამ კეთდებოდეს, რაც რუსეთს საომარი მოქმედებების წარმართვაში გამოადგება.

„არსებობს ენერგეტიკული პრობლემა, რაც არ მოხსნილა. ევროკავშირს გაცილებით დიდი რესურსი აქვს მობილიზებული იმისთვის, რომ ისედაც დამძიმებული ენერგო პრობლემები გადალახოს და რუსეთთან ვაჭრობის მოცულობაც არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ამ საკითხებზეა საუბარი და ნუ ვკონცეტრირდებით მხოლოდ საქართველოზე, რადგან მსოფლიოში მიდის მძიმე პროცესები და მთლიანად მოხსენება ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა