ანრი ოხანაშვილი - როგორ შეიძლება აშშ-ს ელჩის განცხადებაში ჩვენი გუნდი მოიაზრებოდეს, როცა  საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან

როგორ შეიძლება აშშ-ს ელჩის განცხადებაში რაიმე ფორმით ჩვენი გუნდი მოიაზრებოდეს მაშინ, როცა ამ ხელისუფლების დამსახურებით საქართველოს, როგორც არასოდეს, ისეთი მჭიდრო თანამშრომლობა აქვს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისე ახლოსაა ქვეყანა ევროკავშირთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა.

აქვე ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ “როცა შეფასება კეთდება, მეტი სიცხადეა საჭირო, ვის გულისხმობს“.

“სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ჩვენმა ქვეყანამ და ხალხმა მოიპოვა ასოცირების დღის წესრიგი, უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, ევროპული პერსპექტივა. როგორ შეიძლება, ვინმემ თუნდაც მინიშნებით "ქართული ოცნების" ხელისუფლებაზე რაიმე აქცენტი დასვას?! თუ ვინმე ცდილობს, ჩვენ დასავლურ მიდგომებს დავშორდეთ, ეს იმ ჯგუფების პოლიტიკური ნაბიჯები, ვინც 2020 წლის არჩევნების, პარლამენტის საბოტაჟს ეწეოდნენ და შვიდი თვე პარლამენტში არ შემოდიოდნენ. ევროპის საბჭოს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომ ეს ქმედება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა იყო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ცნობისათვის, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბუნებრივი მოკავშირეებისგან საქართველოს დაშორება მხოლოდ ვიწრო ინტერესებს ემსახურება. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ცდილობს პოლიტიკოსების ნაწილი ამერიკასა და საქართველოს შორის განხეთქილების შექმნას.

მანამდე კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ დასავლეთს არასდროს უცდია „საქართველოს ომში ჩათრევა“ და მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც ამ განცხადებებს ეხმიანებიან, ქართველ ხალხს ცუდ სამსახურს უწევენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა