„საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„უმძიმესი ტრაგედიაა!
ჩვენი მაშველები, მედიკოსები, მფრინავები... ისინი სიცოცხლის გადასარჩენად დაიღუპნენ...
მარადიული ხსოვნა გმირებს!
მთელი გულით ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახის წევრების, ახლობლების მწუხარებას! ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს!“,- წერს გახარია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ინფორმაციისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"