გიორგი ვაშაძე - თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს, ისინი ნამდვილად იყვნენ ჩვენი ქვეყნის გმირები, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენას შეეწირნენ

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

"ძალიან მძიმე შემთხვევა მოხდა გუდაურში. არც კი ვიცი, რა შეიძლება ვთქვა ასეთ დროს. პირველ რიგში, თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა გამაგრდეთ. ისინი ნამდვილად იყვნენ ჩვენი ქვეყნის გმირები, რომლებიც სხვისი სიცოცხლის გადარჩენას შეეწირნენ!", - წერს გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი ორი პირის სამაშველო ოპერაციაში მონაწილე სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. დაიღუპა ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე პირი, რომელთა შორის ეკიპაჟის 4 წევრი, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსია. ამასთან გარდაცვლილია უცხოელი პარაპლანისტიც. პარაპლანზე მყოფი საქართველოს მოქალაქე კი, რომელიც დაშავდა, კლინიკაში გადაიყვანეს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია