ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ

მცხეთისა და ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორებში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პირს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში წაუყენებენ.

ხულოგნობის მუხლით დაკავებული ერთ-ერთი პირის, რატი ჩაჩანიძის ადვოკატი შოთა მანელიძე იზოლატორში შესვლამდე განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღნიშნული მუხლით ბრალის წარდგენა აბსურდულია.

„რატი ჩაჩანიძის დაკავება 239-ე მუხლით მოხდა. ეს ნამდვილად არ არის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება, მაგრამ მკაფიოდ შემიძლია გითხრათ, რომ სამართლებრივი შემადგენელი ამ კვალიფიკაციას რატისთან მიმართებაში უბრალოდ არ გააჩნია. საუბარია, აგარაკის შიდა პერიმეტრზე არსებულ რაღაც ინციდენტზე და ამ ინციდენტში რატის რაღაც მიზერულ მონაწილეობაზე, რატი ამბობს, რომ ის მხოლოდ ახალგაზრდების გაშველებით შემოიფარგლებოდა. რატი იუბილარის ინიციატივით მივიდა არაბულებთან საცხოვრებელ სახლში“, - განაცხადა მანელიძემ.

მისივე განმარტებით, ჩაჩანიძემ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც „ახალგაზრდა მიწაზე დაჭრილ მდგომარეობაში იწვა და რომ დაკავებულისთვის წინმსწრები მოვლენები უცნობია“.

რაც შეეხება პირს - დავით ჯიჯეიშვილს, რომელმაც სავარაუდოდ, მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, ის სამართალდამცავებმა გუშინ, 29 ივლისს დააკავეს. მისთვის ბრალი ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენიათ.

ცნობისთვის, შემთხვევა ცხვარიჭამიაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 20 წლის მირიან კუკავა მეგობრის - ქეთათო არაბულის სახლში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, რა დროსაც სუფრასთან ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნული მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, სავარაუდოდ, დავით ჯიჯეიშვილმა მირიან კუკავას გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა, ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. თავად ჯიჯეიშვილი კი მიმალვაში თითქმის ერთი დღის განმავლობაში იმყოფებოდა, მის დასაკავებლად სამართალდამცავები სამძებრო მოქმედებებს ახორციელებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 7 პირი დააკავეს. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ, რის შემდეგაც, მცხეთის რაონული სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღესვე იმსჯელებს.

განზრახ მკვლელობის, ხულიგნობის, ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 239-ე, 370-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა