სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი გუდაურში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის ფაქტს ეხმაურება და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ქართველი მეგობრების გვერდით. „გულითად სამძიმარს ვუცხადებთ გუდაურში ჩამოვარდნილი საქართველოს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის ბორტზე მყოფთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს. ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენი ქართველი მეგობრებისა და პარტნიორების გვერდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში“,- განაცხადა ნედ პრაისმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა