ნორვეგიამ უკრაინელ სამხედროებს IVECO LAV III საპატრულო ჯავშანმანქანები გადასცა

ნორვეგიამ უკრაინელ სამხედროებს 14 IVECO LAV III საპატრულო ჯავშანმანქანა გადასცა, - ინფორმაციას ნორვეგიის მთავრობა ავრცელებს. ნოვრეგიის თავდაცვის მინისტრ ბიორნ არილდ გრამის თქმით, ნორვეგია აგრძელებს წვლილის შეტანას უკრაინელების თავისუფლებისთვის ბრძოლაში.

მისი თქმით, ოფიციალური ოსლო მუდმივად აფასებს, თუ როგორ შეუძლია ნორვეგიას უკრაინას დაეხმაროს რუსეთისგან ქვეყნის დასაცავად. როგორც უკრიანული მედია წერს, IVECO LAV III საპატრულო მანქანები უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს ფრონტის ხაზზე უფრო უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
„გორგიამ“ უზბეკეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა