„სტრატეგია აღმაშენებელი“ - ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ორგანიზაციაში ინფორმატორებს ნერგავენ

ხელისუფლებისთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ორგანიზაციაში, ინფორმატორებს ნერგავენ, ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს,- ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

"სტრატეგია აღმაშენებელი" ტელეკომპანია „პირველზე“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, სადაც აშშ-ს ელჩ კელი დეგნანზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან უკანონო მიყურადების საკითხს ეხებოდა, განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ აღნიშნული არის არა მხოლოდ საერთაშორისო კონვენციების, არამედ მეგობარ სახელმწიფოთა ურთიერთობის ნორმების დარღვევა.

"ჩვენ გუშინ ტვ. „პირველის“ სიუჟეტით ვნახეთ ფაქტები, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურად წოდებული სტრუქტურა, ე.წ. სუს-ი უთვალთვალებდა და უსმენდა საქართველოს მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ს ელჩს, რაც არის არა მხოლოდ საერთაშორისო კონვენციების, არამედ მეგობარ სახელმწიფოთა ურთიერთობის ნორმების დარღვევა.

ის, რომ შენ შენი მეგობარი ქვეყნის ელჩზე აწესებ ტოტალურ თვალთვალს, როგორც საფრთხის მატარებელ, არასაიმედო, სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საშიშ პერსონაზე, არის წარმოუდგენელი მასშტაბის მტრული და არამეგობრული ქმედება "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხრიდან!

აუცილებელია, დასჯა ყველა იმ პირის, ვინც ბრძანება გასცა და ვინც აღასრულა დიპლომატებზე თვალთვალი.

ამ სიუჟეტით ასევე ცნობილი ხდება, რომ ისინი ღიად და დაუფარავად უსმენენ პარლამენტის წევრებს, რადგან ჩვენ ვადასტურებთ მსგავსი შინაარსის საუბრის არსებობას. პარლამენტის წევრის მოსმენა, მიყურადება, თვალთვალი არის კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

როგორც ჩანს, მათთვის საფრთხის შემცველია გიორგი ვაშაძის შეხვედრები ამერიკის ელჩთან, ამიტომ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ორგანიზაციაში, როგორც პროდასავლურ პარტიაში, ნერგავენ ინფორმატორებს და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მიზნით იყენებენ და აფუჭებენ ახალგაზრდებს.

მაშინ, როცა ხელისუფლება გადასულია რუსეთის მაამებლურ პოლიტიკაზე, არც კი ახსენებენ რუსეთს და პუტინს როგორც მტერს და თვალთვალს უწესებენ მეგობარი ქვეყნების ელჩებს, არის ხელისუფლების სრული ლუსტრაცია და სახელმწიფო სტრუქტურების დეგრადაციის დადასტურება, რომ ისინი ვერ არჩევენ მტერსა და მოყვარეს და არიან არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები, არამედ ივანიშვილის კარის უსაფრთხოების სტრუქტურები.

მოვუწოდებ მოსახლეობას, არ ავყვეთ ხელისუფლების ანტიდასავლურ, ანტიამერიკულ, ანტიქართულ რიტორიკას და ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მებრძოლი ხელისუფლების დროულად, კონსტიტუციის დადგენილი წესით, მშვიდობიანად მოსაშორებლად!", - ნათქვამია "სტრატეგია აღმაშენებლის" განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის
კახა ოქრიაშვილი - საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება - აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს
გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Finance-მა 2022 წლის გამარჯვებულები გამოავლინა