არჩილ თალაკვაძე - პრემიერის გადაწყვეტილება დროული და სწორია - საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია.

როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, ახლა, როცა საქართველოს „ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, დროა საჯარო მოხელეებს მუშაობა დაუფასდეთ“.

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია - ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება სახელმწიფო სამსახურში. ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისთვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა