ირაკლი კობახიძე - ახალგორის რაიონი რუსეთს სააკაშვილმა ჩააბარა - სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო მოლოდინი?

ხელისუფლება ადამიანების უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო მოლოდინი? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 71 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

კობახიძის განცხადებით,ახალგორის რეგიონი რუსეთის ფედერაციას სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ჩააბარა, რამაც უკიდურესად დაამძიმა როგორც ქვეყნის, ასევე მოსახლეობის მდგომარეობა.

„ახალგორის მუნიციპალიტეტზე სრულად ვრცელდებოდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლი 2008 წლამდე, სამწუხაროდ ეს რაიონი რუსეთის ფედერაციას ჩააბარა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ, რამაც უკიდურესად დაამძიმა როგორც ქვეყნის, ასევე მოსახლეობის მდგომარეობაც, რომელიც ცხოვრობს ამ რეგიონში. ხელისუფლება ადამიანების უფლებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, მაგრამ სააკაშვილის გაფუჭებულს ჩვენ ვერ გამოვასწორებთ. სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის ჩაბარებული ტერიტორიები 10 წელიწადში უნდა დაგვებრუნებინა, ეს იყო მოლოდინი?“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა