ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის მიმართ ფარული თვალთვალისა და მიყურადების შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის მიმართ შესაძლო ფარულ თვალთვალსა და მიყურადებაზე გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს.

„ეს არის ტყუილი“, - განაცხადა კობახიძემ, რასთან დაკავშირებითაც, მას ჟურნალისტმა განუმარტა, რომ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები არსებობდა.

„ტყუილია, ტყუილი,“ - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს მას ეს ინფორმაცია, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასე პასუხობს:

„აი, მე ვიცი, რომ ტყუილია“.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე, კელი დეგნანზე შესაძლოა, ფარული თვალთვალი და მიყურადება ხორციელდებოდეს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს