ანრი ოხანაშვილი - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინტერესია რეგიონული დაფარვის გაფართოება, ასევე საუბარია საგამოძიებო სამსახურის მანდატის შესაძლო გაფართოებაზეც

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინტერესია რეგიონული დაფარვის გაფართოება, ასევე, საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის შესაძლო გაფართოებაზეც,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსსა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ორივე სამსახურს აქვს ხედვა და წინადადებები ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებით, რასაც სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილავენ.

"ორივე სამსახურის წარმომადგებლებმა დაადასტურეს, რომ აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო ჯგუფებში. მათ აქვთ კონკრეტული წინადადებები და ხედვა მათი სამსახურების შემდგომ ინსტიტუციურ გაძლიერებასთან დაკავშირებით. მაგალითად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელისგან მოვისმინეთ, რომ ერთ- ერთი გამოწვევაა რეგიონული დაფარვა მათი მომსახურების და ამ მიმართულებით მათ აქვთ იდეები. ასევე, საუბარია კონკრეტულ ცვლილებებზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს რაც შეეხება, მათი ინტერესიც არის რეგიონული დაფარვის გაფართოება და ასევე, საუბარია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის შესაძლო გაფართოებაზეც",- განაცხადა ოხანაშვილმა.

აღნიშნული ორი უწყების ინსტიტუციური გაძლიერების თაობაზე, რაც ევროკავშირის რეკომენდაციას წარმოადგენს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სამსახურების ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ოხანაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ღონისძიებების, ასევე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებზე პარლამენტში კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა