დღეს ქობულეთის და გონიოს სასტუმროებიდან უკრაინიდან დევნილი მოქალაქეები გამოასახლეს - ყველა ლოკაციაზე სულ, 80 ოჯახი იყო ჩასახლებული, - ამის შესახებ "ლელოს" ბათუმის ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერმა, გენო თებიძემ განაცხადა.
თებიძის თქმით, მათი დიდი ნაწილი მდგომარეობის გამოსწორებას საკუთარი სახსრებით შეეცადა და საცხოვრისი თავად იპოვეს, ნაწილს კი დაბინავებაში პარტია „ლელო“ და „დროა“ დაეხმარნენ.
"21 ოჯახი ჩვენი ჩარევითაა დაბინავებული, ქუჩაში არავინ დავტოვეთ. ჩვენთან ერთად "დროა“ იმყოფებოდა და მინდა გითხრათ, საერთო ძალისხმევით ამ სირცხვილის თავიდან არიდება მოხდა“,- განაცხადა მან.