ზურაბ აზარაშვილი - სპეკულაციები, თითქოს, ლტოლვილებს ქუჩაში ვტოვებთ, ნამდვილად არასწორია

ჩვენი დევნილების სააგენტოს თანამშრომლები, 3 კვირის განმავლობაში, იმ 40 სასტუმროში დადიოდნენ, სადაც უკრაინიდან ლტოლვილი პირები ცხოვრობდნენ. მათ ანგარიშები გაუხსნეს და ყველა ამ ადამიანს, შესაბამისი დახმარება უკვე ჩარიცხული აქვს. ის რაღაც სპეკულაციები, თითქოს, ქუჩაში ვტოვებთ ლტოლვილებს, ნამდვილად არასწორია, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა და აღნიშნა, რომ უკრაინელი ლტოლვილების დიდმა ნაწილმა სასტუმროები უკვე დატოვა.

მისივე თქმით, უკრაინელი ლტოლვილებისთვის სამინისტროს მხრიდან ბინების შეთავაზება სხვადასხვა რეგიონში ხდება.

ზურაბ აზარაშვილმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის შემუშავებული სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროექტზეც ისაუბრა.

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საჭიროების და მათი მოთხოვნის შემთხვევაში, სახელმწიფო თითოეულ უკრაინელ ოჯახს 300 ლარით ეხმარება, ასევე თითოეულ - ადამიანს, ვისაც ამის საჭიროება აქვს - 45 ლარით.

მინდა, მოკლე განმარტება გავაკეთო, საიდან მივედით ამ თანხებამდე. მოგეხსენებათ, უკრაინელი ლტოლვილები სხვადასხვა ქვეყნებში იმყოფებიან. ჩვენ ყველა ამ ქვეყნის პრაქტიკა და მაგალითები ვნახეთ, სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას გავეცანით და შევეცადეთ, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა.

ასევე მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში 300 000-მდე დევნილი თანამემამულე გვყავს და შევეცადეთ მათი დახმარების პაკეტთან ახლოს ყოფილიყო. შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ ის მაქსიმუმი, რასაც ჩვენი თანამემამულეებისთვის ვაკეთებთ. აქედან გამომდინარე, ყველა ის სპეკულაცია და ამ საკითხის პოლიტიკურ თემებში გადაყვანა, ვფიქრობ, მიზანშეუწონელია. მოვუწოდებ იმ პოლიტიკოსებს, ვისაც, თითქოს, ამ პრობლემის მიმართ ჩვენზე მეტად შესტკივა გული, თავი დაანებონ პროვოკაციებს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო