მამუკა ნიკოლაძე - მაშველები არ არიან iron man-ები ან Batman-ები, უნდათ ვერტმფრენი

მაშველი ყველას ჰგონია, რომ iron man-ია ან Batman-ი უცებ აფრინდება და დაფრინდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ახვიდეთ 4000 მეტრის სიმაღლეზე, ვიღაცა რომ დაზარალდება და ზურგით წამოიღონ?!“, - ამის შესახებ „მოხალისე სამთო მაშველთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ნიკოლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, სამთო-სამაშველო სამსახური არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მიბმული, არამედ ის ცალკე სტრუქტურად უნდა ჩამოყალიბდეს.

„მაშველი ყველას ჰგონია, რომ ან iron man -ია ან Batman-ი, უცებ აფრინდება და დაფრინდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ახვიდეთ 4000 მეტრის სიმაღლეზე, ვიღაცა რომ დაზარალდება და ზურგით წამოიღონ?! ფიზიკურად როგორ მოახერხებენ?! დედამიწის ზურგზე თუ შეუძლია ვინმეს, რომ ეს გააკეთოს?! არ არიან iron man -ები ან Batman-ები, უნდათ ვერტმფრენი, - უნდა ავიდეს და ყველაფერი წამებში გადაწყდეს. ფეხით რომ ახვალ იმ 4000 მეტრის სიმაღლეზე, დაგჭირდება 5 საათი და მოკვდება მანამდე ის ადამიანი.

სამთო-სამაშველო სამსახური არ უნდა იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ეს არის ცალკე სფერო, რომელიც არ შეიძლება, რომ ოფისიდან იმართებოდეს, სტრუქტურა უნდა ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა მამუკა ნიკოლაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის