მიხეილ სარჯველაძე მედვედევის სახელით გავრცელებულ ინფორმაციაზე - აბსურდულია, მავნებლურია და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობების კიდევ ერთი გამოვლინებაა

აბსურდულია, მავნებლურია და აგრესორი სახელმწიფოს მხრიდან აგრესიული განწყობების კიდევ ერთი გამოვლინებაა, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით სოციალური ქსელის გვერდზე გავრცელებულ განცხადებას.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები მიუღებელია და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაწერა ის.

"წარმოუდგენელია, ამას რასაკვირველია, საქართველო არასდროს შეეგუება. ჩემთვის სულ ერთია, ეს იყო მართალი თუ ტყუილი, ამას თვისობრივად ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. როგორც არ უნდა იყოს, გამტეხავმა დაწერა ეს ყველაფერი, თვითონ მედვედევმა თუ ნებისმიერმა სხვამ, ეს კატეგოროულად გამორიცხული და მიუღებელია", - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს.

მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი.

„საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო