ადვოკატი - სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს - სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივა-მედში“ მისვლისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან აღარ კონტაქტობს.

„ამ პარტიის ლიდერებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში არ კონტაქტობს. მხოლოდ ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან და საიდან უნდა ჰქონოდეთ ინფორმაცია მისი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. მარტივი ფორმულაა, მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში. უნდა, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მან ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როცა გარისკა იცოდა, რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა, მაგრამ სიცოცხლე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია. უნდა ნახოთ სააკაშვილი როგორ არის, ნახავთ აჩრდილს იმისას რაც იყო. დაკარგული აქვს ის ენერგია რაც ჰქონდა, სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია. თუ შეძლებს დაესწრება სასამართლო პროცესს“, - განაცხადა გელბახიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო