გიორგი ვაშაძე - მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი არ არის, მაღალი თანამდებობის პირია - პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა: ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?!

მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი არ არის, მაღალი თანამდებობის პირია, კობახიძეს მინდა დავუსვა კითხვა - ბატონო ირაკლი, ხომ არ გაგიჩნდათ კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?! - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სახელით სოციალური ქსელში გავრცელებულ განცხადებას.

ვაშაძეს სურს ამ განცხადებაზე პერსონალურად კობახიძის პოზიცია მოისმინოს და კითხვით მიმართავს.

"არავის არაფერი გაუტეხავს, ეს მედვედევის პერსონალური პოზიციაა და არა მხოლოდ მისი, ეს არის მთლიანად რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსთან დაკავშირებით. რუსეთი არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს არ აღიარებს როგორც სახელმწიფოებს. თუ ჩვენ ეს კარგად არ გავიაზრეთ, რამხელა საფრთხის მატარებელია ეს ყველაფერი, წინ ვერ წავალთ. ამიტომ კითხვა მაქვს „ქართულ ოცნებასთან“, რას ფიქრობენ რუსეთის ხელისუფლებაზ, შეკითხვები ხომ არ გაუჩნდათ რუსეთის ხელისუფლებასთან მიმართებით?! სხვათა შორის, შეგახსენებთ, მედვედევი მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტი კი არ არის, ძალიან მაღალი თანამდებობის პირია რუსეთის ფედერაციაში, რომელმაც გააკეთა განცხადება, რითაც სურს გააყალბოს ისტორია და დაამციროს ქართველი ხალხი. ამ დამცირებას როგორ პასუხობს ის "ტრიადა" თუ "კვარტეტი" (სუბარი-ყაველაშვილი-ხუნდაძე-მაჭარაშვილი)და დანარჩენები - პრორუსული „ქართული ოცნების“ ორი სხვადასხვა განაყოფი?! პერსონალურად კობახიძეს მინდა დავუსვა ეს კითხვა - ბატონო კობახიძე, ხომ არ გაგიჩნდათ პოზიცია, კითხვა ან მოსაზრება რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებით?!"- განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე დაიდო პოსტი, რომელიც რუსეთის იმპერიალისტურ მოსაზრებებს ეხებოდა და ნათქვამი იყო, რომ კიევის დაბრუნების შემდეგ, რუსეთი თავის საზღვრებს აღადგენს, რომელთა გაფართოებისთვის წლების განმავლობაში სისხლი იღვრებოდა. მოგვიანებით პოსტი წაშალეს, მედვედევის თანაშემწე ოლეგ ოსიპოვმა კი განაცხადა, რომ სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში მედვედევის გვერდი გატეხეს. მედვედევის გვერდზე განთავსებულ პოსტში საქართველოზეც იყო საუბარი. „საქართველოს შეერთებამდე ის საერთოდ არ არსებობდა. 1801 წლისთვის დღევანდელი საქართველოს ტერიტორია 5 სუვერენული პოლიტიკური ერთეულისგან შედგებოდა: ქართლი და კახეთი, დედაქალაქით თბილისში, იმერეთი დედაქალაქით ქუთაისში, ორი სამთავრო - სამეგრელო და გურია ზღვის სანაპიროზე და სვანეთის სამთავრო მთებში ანუ საქართველო დღევანდელი საზღვრებით შეიქმნა რუსეთის იმპერიის ფარგლებში. საქართველო მიისწრაფოდა რუსეთისკენ, რადგან ესმოდა, რომ რუსეთი იყო მისი ერთადერთი მოკავშირე მუსლიმური სახელმწიფოების საკმაოდ მტრულ გარემოცვაში და დღეს იგივე ისტორია მეორდება- ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დანარჩენი ტერიტორია შეიძლება გაერთიანებული იყოს რუსეთის ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში“,- ნათქვამი იყო პოსტში, რომელიც მოგვიანებით სოციალური ქსელიდან წაშალეს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს