ნიკა მელია - მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას -  სხვა საკითხია, არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება გამოიჩინოს ჰუმანურობა

მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან. სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას.

ნიკა მელიას თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობა კრიტიკულად მძიმეა და არც უნდა იყოს გასაკვირი, რომ პოლიტიკაზე ვერ ფიქრობდეს. მისივე განცხადებით, „ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა“.

„ტაქტიკა არაფერ შუაში არ არის, რატომ უნდა გვიკვირდეს სააკაშვილის ადვოკატების, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა? მისი ჯანმრთლობა არის კრიტიკულად მძიმე და არც ის უნდა იყოს გასაკვირი, რომ ადამიანი, რომელიც ამ მდგომარეობაშია არ და ვერ ფიქრობდეს პოლიტიკაზე. თავიდან ბოლომდე მივესალმები სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენას, რისთვისაც ყველაფერი კეთდება მისი ადვოკატების მხრიდან, სხვა საკითხია არის თუ არა მზად ვერაგი ხელისუფლება, რომელმაც სააკაშვილი ამ კონდიციამდე მიიყვანა, გამოიჩინოს ჰუმანურობა. საქართველოში სააკაშვილის გამოჯანმრთელება, სამწუხაროდ, რამდენიმე დასკვნის თანახმადაც არის შეუძლებელი, ადამიანი ჯერ უნდა გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ სხვა“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოსთან მიმართებაში პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა