ნიკა მელია - მედვედევის განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი არ არის, საწყენია, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას შეფასებით, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დმიტრი მედვედევის სახელით გავრცელებული განცხადება გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება განსხვავებულს არაფერს საუბრობს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდის წევრები „ნებსით თუ უნებლიეთ, კრემლის სცენარის მოთამაშეები აღმოჩნდნენ“.

"კრემლი საკუთარ იმპერიალისტურ ზრახვებს არ მალავს. ისინი ქვეყნებზე სამხედრო თავდასხმებით ცდილობენ აღადგინონ საკუთარი იმპერია. სწორედ ამას ვადევნებთ თვალს ჩვენ უკრაინაში, სწორედ ამასთან გვქონდა საქმე 2008 წელს საქართველოში, თუმცა მედვედევის დღევანდელი განცხადება, რომელიც მოგვიანებით წაიშალა, გასაკვირი ნამდვილად არ არის, მეტიც, საწყენი ის არის, რომ ხელისუფლება, რომელიც დღეს მართავს ქვეყანას, თავისი ქმედებით, საკუთარი რიტორიკით არაფერს განსხვავებულს არ საუბრობს, ვიდრე ბატონი მედვედევი და ბატონი პუტინი. დიახ, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დღეს არ წარმოადგენს სუვერენულ ხალხს, ეს ადამიანები ნებსით თუ უნებლიედ აღმოჩნდნენ კრემლის სცენარის მოთამაშეები. ბევრი მათგანი უნებლიედ, ბევრი მათგანი განზრახ ახორციელებს კრემლის პოლიტიკას და აქედან გამოსავალი არის ერთადერთი-ქართველმა ხალხმა მშვიდობიანად, მაგრამ მტკიცედ უნდა ჩამოიშოროს ხელისუფლება, რომელიც სუვერენული არ არის და არც დასავლური ღირებულებების",-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში დიმიტრი მედვედევის სახელით გამოქვეყნდა პოსტი, სადაც საქართველო რუსეთის ისტორიულ ნაწილად იყო მოხსენიებული. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ, ოლეგ ოსიპოვამ განაცხადა, რომ მედვედევის გვერდი სოციალურ ქსელ „ВКонтакте“- ში გატეხეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა