ლევან ბეჟაშვილი - მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელია - რა ფორმითაც არ უნდა იყოს,  ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას

მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და ბუნებრივია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ის მკურნალობის მოტივით უნდა გათავისუფლდეს და დარჩება თუ არა ქართულ პოლიტიკაში ეს ცალკე საკითხია.

ბეჟაშვილი აცხადებს, რომ ამის თაობაზე ჯერ პარტიაში ინფორმაცია არ აქვთ.

"მიხეილ სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დარჩენის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ის ინფორმაცია, რომელიც ოჯახის წევრების, ადვოკატების მხრიდან ვრცელდება, ბუნებრივია, გასაგებია. ჩვენ ამის შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ გვაქვს. ჩვენი წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი დღეს პრეზიდენტთან შეხვედრაზე იმყოფება და კონკრეტულ ინფორმაციას მივიღებთ. მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის დარჩება ქართულ პოლიტიკაში, რადგან ის არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი და ბუნებრივია, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, იქ ქართულ პოლიტიკაში ყოველთვის იტყვის თავის სიტყვას. ეს არის ჩემი პოზიცია, ჩვენი პოზიცია.

ის უნდა გათავისუფლდეს და საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს, რადგან ამას მოითხოვს საერთაშორისო სტანდარტები, საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, "ქართული ოცნების" მიერ დადგენილი წესები და მიღებული კანონები, მის მიმართ განხორციელებული ქმედებები უტოლდება წამებასთან გათანაბრებულ მოქმედებებს და მის ჯანმრთელობას მიადგა უკვე გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მკურნალობას, რის საშუალებაც საქართველოს ტერიტორიაზე არ არის და ამ მოტივით უნდა გათავისუფლდეს. ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დარჩება თუ მის ინტერესს წარმოადგენს უკრაინული პოლიტიკა და ა.შ. ეს ცალკე, დამატებითი საკითხია. საერთაშორისო სტანდარტები და საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ მას მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა