გია ცაგარეიშვილი - ნაკლებად მნიშვნელოვანია სააკაშვილის ადვოკატები და მისი „მრევლი“ რას ქადაგებს, ის არის დამნაშავე

ნაკლებად მნიშვნელოვანია სააკაშვილის ადვოკატები და მისი „მრევლი“ რას ქადაგებს, ის არის დამნაშავე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების განცხადებას, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან მიდის.

მისი თქმით, სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა გავლენას ვერ მოახდენს მის მსჯავრზე და სასჯელის მოხდის პირობებზე.

„პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა სასჯელისგან თავის არიდებას არ განაპირობებს და ეს ამჟამინდელ საქართველოში ასეა. მე იმჟამინდელი საქართველოც მახსოვს, როცა პოლიტიკაში ყოფნა იყო დამოკლეს მახვილი პოლიტიკოსის თავზე და მარტივად შეიძლება აღმოჩენილიყო გისოსებს მიღმა. ასობით პოლიტპატიმარი იყო ქვეყანაში, როცა 2012 წლის პირველი ოქტომბერი შედგა და გახსოვთ, თქვენ ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო და თუ არ ვცდები, 220 პოლიტპატიმარი ჩვენ გავათავისუფლეთ. ეს აღარც თქვენ გახსოვთ მედიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ არ ახსოვს და მოკლე მეხსიერება აქვს, ეს გასაგებია.

სააკაშვილის პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნა საერთოდ არ მოქმედებს მის მსჯავრზე და სასჯელის მოხდის პირობებზე, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, გინდათ, „ქართული ოცნების“ წევრი, ჩემით დავიწყებ და გინდათ, სააკაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ დე-ფაქტო, დე-იურე ლიდერი თუ ვინც არის, რაც გინდათ ის დავარქვათ იმ ადამიანს. ასე რომ, ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ახლა მისი ადვოკატები და მისი „მრევლი“ რას ქადაგებენ, ის არის დამნაშავე, ორ საქმეზე აგო პასუხი კანონის წინაშე, ელოდება კიდევ ორ პროცესს და დაველოდოთ პროცესების დასრულებას,“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა