ჩინეთის სახალხო კონგრესი - ტაივანის კუნძულზე პელოსის ვიზიტი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს

ტაივანის კუნძულზე პელოსის ვიზიტი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს და სერიოზულად მცდარ გზავნილს უგზავნის "ტაივანის დამოუკიდებლობის" ძალებს, რასაც ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით და ვგმობთ - ამის შესახებ ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა განაცხადა.

აღნიშნულ კომენტარს ჩინეთის სამთავრობო მედიასაშუალება Global Times-ი ავრცელებს.

ამასთან, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, Global Times-ი "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის ტაივანის საქმეთა ოფისის კომენტარსაც ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანის ჩინეთთან კვლავ გაერთიანება აუცილებლად წარმატებით შესრულდება.

„არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მოქმედებენ პელოსის მსგავსი ადამიანები ტაივანის კუნძულის მხარდასაჭერად და ჩინეთის შესაკავებლად, ისინი ვერ შეაჩერებენ ჩინეთის გაერთიანების პროცესს“,- აღნიშნულია "ჩინეთის კომუნისტური პარტიის" ცენტრალური კომიტეტის ტაივანის საქმეთა ოფისის განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა