იაგო ხვიჩია - „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს სურვილის ასრულებაში დაეხმაროს - არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, გადააფიქრებინეს

ჩემთვის მთავარი ღირებულება პროცესში არის, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება დადებითი ქართული პოლიტიკისთვის , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლა საქართველოში დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ მიხეილ სააკაშვილს გადააფიქრებინოს, თუმცა, პარტიის ლიდერებს მისი შემობრუნება გაუჭირდება.

მიხეილ სააკაშვილის ეს ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში ის, რასაც მისი ადვოკატები ამბობდნენ, დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია, ნაცვლად იმისა, რასაც სააკაშვილის ადვოკატები დღეს საუბრობდნენ, რომ მიშამ პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება გადაიფიქრაო, ახლა არ არის გადაფიქრების დრო, არამედ ზუსტად ამ პოზიციის დაფიქსირების დროა. ეს საჭიროა და ბურთი ხელისუფლების მოედანზე უნდა გადავარდეს. ამის მერე, „ნაცმოძრაობა“ უნდა დაკავდეს იმით, რომ სააკაშვილს ამ სურვილის ასრულებაში დაეხმაროს. არ უშვებენ ქართული პოლიტიკიდან, ხომ ხედავთ?! გადააფიქრებინეს, არა და სწორ გზაზე დგას. დარწმუნებული ვარ, ვერ შემოაბრუნებენ. ამხელა პარტიას ასეთი ტიპის ლიდერი რომ ტოვებს, იქ მინიმუმ ამ პარტიის ტრანსფორმაცია მაინც უნდა მოხდეს. სააკაშვილმა ტელეფონს რომ არ უპასუხოს, ჩაიკეტოს და თქვას, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდა, ისეთი ტიპის ძვრები მოხდება, რომ ეს შეუმჩნეველი არავის დარჩება. ჩემთვის მთავარი ღირებულება ამ პროცესში არის, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკიდან წავა, ეს იქნება ძალიან დადებითი ქართული პოლიტიკისთვის. იმისთვის, რომ ეს დაპირისპირება რაღაცნაირად შევარბილოთ, რაც ევროპელებმა გვითხრეს, ამაზე უკეთესი ნაბიჯი რა შეიძლება იყოს? - ოღონდ ეს მართლა უნდა მოხდეს და არ არის მარტივი ამბავი“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა