სამართლიანი არჩევნების იურისტის განცხადებით, ბათუმის თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჩხაიძის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა

სამართლიანი არჩევნების“ რეგიონალური იურისტის მეგი ბაკურიძის განცხადებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის გიორგი ჩხაიძის მიმართ დისკრიმინაცია განხორციელდა. მისივე განმარტებით, გიორგი ჩხაიძე ბათუმის თოჯინების სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას იღებდა, თუმცა მის მიმართ დარღვევები მოხდა.

როგორც მეგი ბაკურიძემ „ინტერპრესნიუს“ განუცხადა, გიორგი ჩხაიძის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად შერჩევაზე უარი მის განსხვავებული პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება, რაც სოციალურ ქსელში მის პოსტებს უკავშირდება.

იურისტის განცხადებით, მათ სარჩელი მოამზადეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარადგინეს და კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას და ახალი კონკურსის გამოცხადებას ითხოვენ.

„სამართლიანი არჩევნები“ იცავს დისკრიმინაციული ნიშნით გათავისუფლებულთა ინტერესებს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა გიორგი ჩხაიძის, რომელმაც ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსი ჩვენს მიერ გასაჩივრებულია, რადგან დარღვევებით ჩატარდა. აჭარის კულტურისა და განათლების მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა გიორგი ჩხაიძეს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება წინასწარ იყო მიღებული და თეატრის ხელმძღვანელის ადგილზე ირაკლი კიკვაძე დაინიშნებოდა, მის მონაწილეობას კი აზრი არ ჰქონდა. ეს უკვე ადასტურებდა კონკურსის შემდგომი ჩატარების ფორმალურობას", - განაცხადა ადვოკატმა.

მეგი ბაკურიძის თქმით, თავად გიორგი ჩხაიძე აღნიშნულ კონკურსში დამარცხებას დისკრიმინაციას უკავშირებს, ვინაიდან კონკურსის ჩატარებამდე გიორგი ჩხაიძე აფიქსირებდა კრიტიკულ მოსაზრებებს მთავრობისადმი და არ იზიარებდა ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებებს. მისივე განმარტებით, ეს გახდა დაპირისპირების მიზეზი აჭარის კულტურისა და განათლების მინისტრს მაია ხაჯიშვილსა და გიორგი ჩხაიძეს შორის, რამაც შემდგომ უკვე კონკურსის შედეგი განაპირობა.

სამართლიანი არჩევნების იურისტის განცხადებით, ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი არაუფლებამოსილმა საბჭომ განიხილა.

"საბჭოს დებულებით, საბჭო უფლებამოსილი იყო არანაკლებ ოთხ წევრს განეხილა საკითხი, თუმცა ერთი წევრი არ ესწრებოდა, ერთმა წევრმა აიცილა თავი, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ 3-მა წევრმა, რაც უკვე ამ გადაწყვეტილების უკანონო საფუძველია. ასეთი შემადგენლობით საბჭო არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება. გარდა ამისა, არ მომხდარა საუკეთესო კანდიდატის არჩევა. საბჭომ მიკერძოებულად შეაფასა კონკურსანტები. ობიექტურად და გამჭირვალედ არ შეაფასა მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია, განათლება. ამასთან, გამარჯვებულ კანდიდატს, ირაკლი კიკვაძეს არ გააჩნია თეატრის მიმართულებით გამოცდილება. გამარჯვებული გამოცდილებით არის კინორეჟისორი და არანაირი გამოცდილება არ აქვს თეატრში მუშაობის. საბჭომ დაარღვია კონკურსის მთავარი პრინციპი, რომ შერჩეულიყო ყველაზე მისაღები კანდიდატი.

ჩვენ სარჩელი წარვადგინეთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ვითხოვთ, კონკურსის შედეგების ბათილად ცნობას, დისკრიმინაციის დადგენას გიორგი ჩხაიძის მიმართ განსხვავებული შეხედულების გამო. ვითხოვთ დისკრიმინაციისგან თავისუფალ გარემოში ახალი კონკურსის დანიშვნას“,- განაცხადა ბაკურაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო