შალვა პაპუაშვილი - უკვე ჩამონათვალიც კი რთულია, იმდენი დეზინფორმაცია გავრცელდა - ერთადერთი მიზეზია საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩასართავად არაერთი დეზინფორმაცია გავრცელდა.

მან უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსი დანილოვის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, „თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას“.

პაპუაშვილის განმარტებით, დეზინფორმაციის გავრცელების ერთადერთი მიზანი არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა და საქართველოს კონფლიქტში ჩართვა.

„საზოგადოება დაიღალა ასეთი სახის შეტევებითა და მოწოდებებით საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. სერიოზულად კომენტარის გაკეთებაც კი მიჭირს. ერთი რამ არის ცხადი. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ჩვენი საზოგადოებაც იმიტომ უჭერს ხელისუფლებას მხარს, რომ ყველამ დაინახა, ამ კრიზისულ პერიოდში, როდესაც რეგიონი და მთლიანად მსოფლიო ამხელა გამოწვევის წინაშე დგას, რამხელა რისკის წინაშე იდგა და კვლავ დგას საქართველო.

რაც შეეხება მათ შორის რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ჩართვას, ყველამ ნახა, რა ძალისხმევა იდებოდა ამაში. დღემდე ჰიბრიდული ომის მთელი შტურმი მიდოდა და მიდის, რაც არის დეზინფორმაციის გავრცელება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უკვე ჩამონათვალიც კი რთულია გააკეთო იმდენი დეზინფორმაცია გავრცელდა.

თავიდან რომ დავიწყოთ, გახსოვთ, თითქოს რძის პროდუქტების გადატანა ხდებოდა, სამხედრო თვითმფრინვების გადაფრენა, სანქციებისგან გვერდის ავლა, გემების შემოსვლა და ა.შ. ეს ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ ტყუილი აღმოჩნდა. ერთადერთი მიზეზი არის საქართველოს რეპუტაციის შელახვა, საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა, რამენაირად ხელისუფლების შერყევა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, იმისთვის, რომ საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩათრეული აღმოჩნდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს