გიორგი ვაშაძე - „ოცნებაში“ თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ყველა ვართ  შტერი - ვინ გავიდა, სად წავიდა?! ერთად დაფრინავენ „სვანეთებში“, ერთად ქეიფობენ და ვახტანგურებს სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე

ქართულ ოცნებაში“ თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ჩვენ ვართ ყველა შტერი და ამ რაღაც დადგმულ სპექტაკლს ვინმე ჭამს ქვეყანაში - ვინ გავიდა, სად წავიდა ?! ერთად დაფრინავენ „სვანეთებში“, ერთად ქეიფობენ საღამოს და ვახტანგურებს სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე, - ასე ეხმიანება „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების მიერ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

ვაშაძის აზრით, რადიკალური ჯგუფები ივანიშვილს იმიტომ სჭირდება, რომ მათთან შედარებით უფრო ნაკლებად უარესი გამოჩნდეს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ გააპატიოსნონ".

„ალტ ინფო“ გაბანძდა, „კონსერვატიული პარტია“ გაბანძდა, „პატრიოტთა ალიანსმა“ ხმები ვერ აკრიფა, “პატრიოტთა ალიანსს“ ამ სამეულის თუ ოთხეულისგან განსხვავებით, რაღაც დამოუკიდებელი აზრი მაინც გააჩნდა. ამ შეურაცხმყოფელ თაღლითობას „ქართული ოცნება“ დღისით, მზისით სჩადის. ისინი თვლიან, რომ საზოგადოება არის ლენჩი, ჩვენ ვართ ყველა შტერი და ამ რაღაც დადგმულ სპექტაკლს ვინმე ჭამს ქვეყანაში. საზოგადოების შეურაცხყოფაა, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს. ფიქრობენ, რომ ყველა ტყუილში შეუძლიათ დაგვაჯერონ, ზღვარი დაკარგა ამ თაღლითობამ, ეს არის შეურაცხყოფა ქართველი ხალხის, რადგან ამბობენ, რომ თქვენ ხართ შტერი და რაშიც მინდა, იმაში დაგაჯერებთ. ვინ გავიდა, სად წავიდა ?! ერთად დაფრინავენ „სვანეთებში“, ერთად ქეიფობენ საღამოს და ვახტანგურებს სვამენ ბიუჯეტის ხარჯზე. ივანიშვილს ეს დაჭირდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ დაკარგა პროდასავლური სახე, ეს გახლავთ პრორუსული პარტია, ახლა უნდათ რამენაირად შექმნან უფრო ანტიდასავლური და პრორუსული დაჯგუფება, რომ „ქართული ოცნება“ ოდნავ მაინც გააპატიოსნოს. ეს არის მთელი გეგმა. რადიკალური ჯგუფები აქამდე რატომ არსებობდნენ? იმიტომ, რომ მათზე უფრო ნაკლებად უარესი გამოჩენილიყო კობახიძე. ამ თამაშის შედეგად, ვფიქრობ, ისინი სულ ჩამოიშლებიან თავიდან ბოლომდე,“ - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა