შალვა პაპუაშვილი - ხათუნა სამნიძეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ სხვა გადაწყვეტილების მიღება მოუწია - ცუდია, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ცდილობს გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე

ცუდია, რომ სამეული, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, ცდილობს გავლენა მოახდინოს პარლამენტის წევრზე, რომელსაც თავისუფალი მანდატი აქვს - როგორც ჩანს, ხათუნა სამნიძეს სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ სხვა გადაწყვეტილების მიღება მოუწია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე მომუშავე ჯგუფებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, სამნიძე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობიდან მისმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ჩახსნა.

„დღეს გვექნება შეხვედრა ანტიკორუფციული ღონისძიებების სამუშაო ჯგუფისა და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის შექმნის თაობაზე. იქნება პირველი საორგანიზაციო შეხვედრა, რომელსაც გავმართავთ საპარლამენტო ჯგუფებთან. იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან უკვე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და შემდეგ ეს ჯგუფები გააგრძელებენ მუშაობას. რაც დადასტურებიდან გამომდინარე ვიცი - სამეული, „ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს მონაწილეობას. ჩემდა სამწუხაროდ, ასევე ხათუნა სამნიძემაც განაცხადა უარი ამ ჯგუფის შეხვედრაზე მოსვლაზე. ის იმ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეა, სადაც გიორგი ვაშაძეც შედის. სამნიძე მონაწილეობას იღებდა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში და მაშინ ამბობდა, რომ მონაწილეობდა არა როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე, არამედ როგორც ცალკე დეპუტატი და „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი. როგორც ჩანს, პოლიტიკურ ჯგუფს ჰქონდა მასთან საუბარი და ჩახსნეს ამ სამუშაო ჯგუფიდან. ყოველ შემთხვევაში ის არ მონაწილეობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა