გიორგი ვაშაძე - „ქართული ოცნება“ შეეცდება ომბუდსმენად მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს და თუ ოპოზიციიდან ვინმე  შეუვსებს მისი არჩევისთვის საჭირო 90 ხმას, ეს ნიშნავს, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ გადადიან

ვფიქრობთ, სადღაც 10 დღეში უკვე ფორმირებული იქნება ჩვენი პოზიციები - პროცესს ისე ვხედავთ, როგორც სამოქალაქო სექტორი, რომ მათი ფართო ჩართულობით უნდა მოხდეს ომბუდსმენის კანდიდატების წარდგენა პარლამენტში, რომელზეც უნდა მოხდეს 90 ხმის კონსოლიდაცია,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ შეეცდება მისთვის სასურველი კანდიდატი წარადგინოს და თუ ვინმე ოპოზიციიდან მათ ომბუდსმენის არჩევისთვის საჭირო 90 ხმას შეუვსებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი „ქართულ ოცნებაში“ გადადიან.

„ომბუდსმენის შერჩევის მექანიზმთან დაკავშირებით უფრო და უფრო დაუახლოვდა პოზიციები ერთმანეთს. სამოქალაქო სექტორის ჩართულობა ომბუდსმენის შერჩევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ასევე უნდა შევძლოთ ინსტიტუციური გაძლიერება ომბუდსმენის და ამაზე უკვე ოპოზიციაში ვიმსჯელებთ. გვექნება ინტერფრაქციული შეხვედრაც, ვფიქრობ, ოპოზიციამ ერთობლივად უნდა დააფიქსიროს ამ საკითხზე პოზიცია. „ქართული ოცნება“ შეეცდება ყველაფერს. მკაფიოდ შემიძლია ვთქვა - 90 ხმა სჭირდება ომბუდსმენის არჩევას, თუ სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის ერთიანობის წინააღმდეგ იქნება ვინმე ოპოზიციიდან და უვსებს 90 ხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ფაქტობრივად გადადის „ქართულ ოცნებაში“. ეს ტესტი იქნება ჩასაბარებელი მათ შორის, ოპოზიციისთვის,“ - განაცხადა ვაშაძემ.

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი ომბუდსმენის არჩევის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში არასამთავრობო სექტორს შეხვდა. ომბუდსმენის არჩევის საკითხი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორისაა.

თენგიზ ფხალაძე - რუსეთის ყველა უკანონო ნაბიჯი მოითხოვს რეაგირებას, მოსკოვმა უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, დუმილით კი ამას ვერ მივაღწევთ
ქართული პრესის მიმოხილვა 08.08.2022
კახა ოქრიაშვილი აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს