შალვა პაპუაშვილი დეგნანისა და ივანიშვილის შეხვედრაზე - საელჩოს აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, არ ვიცი, რა საჭიროება იყო, რომ ხელისუფლების ზურგს უკან მომხდარიყო ასეთი შეხვედრის მოთხოვნა

ამერიკის საელჩოს კომუნიკაცია აქვს ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არ ვიცი, რა საჭიროება იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან მომხდარიყო ასეთი შეხვედრის მოთხოვნა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილი განმარტავს, ახლა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ, რომ თუ სანქცია არ არსებობს, მაშინ რას უკავშირდება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის მოხსნა პროგრამიდან და რა მიზანი ჰქონდა ელჩის ივანიშვილთან შეხვედრას.

„საკმარისად მოვისმინეთ სხვადასხვა სახის კითხვა, განმარტება, თუ პასუხი. ამ პასუხებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დადასტურდა, რომ კონკრეტული მოსამართლის წინააღმდეგ სანქცია არ არსებობს. ასევე, ამერიკის ელჩი ბიძინა ივანიშვილს ომის შემდეგ შეხვდა. ეს ორი ფაქტი დადასტურდა და დასკვნები ჩვენ უნდა გამოვიტანოთ. პირველ შემთხვევაში, თუ სანქცია არ არსებობს, რა იყო ეს დაბარება? რა იყო მოსამართლის მოხსნა იმ პროგრამიდან, რომელშიც იყო. იყო ეს საელჩოს რომელიმე თანამშრომლის თვითნებობა, თუ არა? როდესაც ხდება საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა, რა მიზანი ჰქონდა ამ შეხვედრას? ეს საკითხებია, რომელიც ტრიალებს და რჩება. შეხვედრა ხომ თანხმობით ხდება. აქ საკითხია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო ამ შეხვედრის მოთხოვნის საფუძველი. საელჩოს აქვს კომუნიკაცია ხელისუფლებასთან, მათ შორის, ჩემთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არ ვიცი, რა საჭიროება იყო, რომ საქართველოს ხელისუფლების ზურგს უკან მომხდარიყო ასეთი შეხვედრის მოთხოვნა“, - აღნიშნავს პაპუაშვილი.

გარდა აღნიშნულისა, მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული ომის ნაწილია ის, რომ თითქოს, საქართველოში ანტიდასავლური კამპანიაა“.

„ხდება ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვის დაბრალება, თითქოს ანტიდასავლური კამპანია მიმდინარეობს, შემდეგ ვხედავთ, რომ ამის საპირისპიროდ პროდასავლური კამპანია მიდის...მეტროებში, პლაკატების გაკვრა. ეს არის საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანიის და პროპაგანდის ნაწილი. თითოეული თეთრი, რომელიც ამაში იხარჯება, იხარჯება საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციულ ომში“,- აღნიშნავს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ იმის თაობაზე ისაუბრა, რომ მას აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი – კევინ ბურკი თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში შეხვდა, რომელიც იმით დაინტერესდა, თუ რატომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა საპატიმრო სასჯელი ნიკა გვარამიას მიმართ. როგორც ჩხიკვაძე აცხადებს, ამის შემდეგ მას საელჩოს თანამშრომელმა აცნობა, რომ ამორიცხული იყო იმ ექვსი მოსამართლის სიიდან, რომლებიც აშშ-ში სასწავლო პროგრამით მიემგზავრებოდნენ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს შორის შეხვედრას, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც მან დაადასტურა, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა 21 მარტს შედგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო