მიხეილ სარჯველაძე - ომბუდსმენის კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბარი პროცესის დამაზიანებელია

მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის დღეს არათუ მზად არ ვართ, არამედ ეს პროცესს დააზიანებს, რომელიც 12-პუნქტიანი გეგმის მიხედვით უნდა წარიმართოს,- ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად განიხილება ომბუდსმენის პოსტზე თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები.

სარჯველაძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე მსჯელობა.

"ახლა რომ დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ კანდიდატურებზე ამით მე მგონი ყველაზე მეტად დავაზარალებთ პროცესს, რომელიც 12- პუნქტიანი გეგმის თანახმად უნდა წარიმართოს და პროცედურების გადახედვის და შეფასების მიხედვით უნდა მოხდეს გაანალიზება, თუ როგორ აჯობებს კანდიდატურის შერჩევა, რომელიც ყველაზე მეტად ოპტიმალური იქნება და ყველაზე ეფექტიანად შეასრულებს ფუნქციებს, რაც სახალხო დამცველს ეკისრება. წინასწარ კანდიდატურებზე საუბარი არის დამაზიანებელი პროცესის, რომელიც უნდა წარიმართოს 12 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში. არ ვიცი ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ მიუხედავად ჩემი პოზიტიური თუ ნეგატიური დამოკიდებულებისა, ნებისმიერ კანდიდატურასთან მიმართებით, დღეს კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისთვის არათუ მზად არ ვართ, არამედ პროცესს დააზიანებს, რადგან მნიშვნელოვანია პერსონალიებისგან დამოუკიდებლად პროცედურებზე ვიმსჯელოთ, თუ როგორ შევარჩიოთ საუკეთსო კანდიდატურა. მე არ მაქვს მოსაზრება ამასთან დაკავშირებით და რომც მქონდეს თავს შევიკავდებდი კონკრეტულ კანდიდატურებზე საუბრისგან", - განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის შესახებაც.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა