შალვა პაპუაშვილი - რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ  ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას გადამდგარიყო, როცა მათ ეს თქვეს, ისინი პარტიები გახდნენ

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არასამთავრო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტია ერთმანეთისგან უნდა იყოს გამიჯნული.

„სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა საკუთარი თავის დისკრედიტირება მოახდინა. თუ შევხედავთ საერთო ჯამში რა სხვაობა არის არასამთავრობო ორგანიზაციასა და პარტიას შორის, ორივე არის ორგანიზაცია, ორივე ფიქრობს, რომ გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენს და ორივე ჩართულია მეტ-ნაკლებად სხვადასხვა სახის პოლიტიკის განსაზღვრაში, იქნება ეს სოციალური საკითხები, არჩევნები, დემოკრატია თუ სხვა. მეტ-ნაკლებად ყველაფერი პოლიტიკაა, მაგრამ სად არის მიჯნა, სადაც არასამთავრობო სექტორი უკვე აღარ არის NGO და არის პარტია?! ეს მიჯნაც ხომ არსებობს?! მთავარი არის შემდეგი-პარტიას, განსხვავებით არასამთავრობო ორგანიზაციისგან, აქვს პრეტენზია, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა ხელისუფლების, მთავრობის და თანამდებობების დაკომპლექტებაში და მეორე, პარტიას არასამთავრობო ორგანიზაციისგან განსხვავებით, აქვს პრეტენზია, ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა კანონების მიღებაში. რა მომენტში ორგანიზაცია განაცხადებს პრეტენზიას, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა თანამდებობის დასაკავებლად პირების განსაზღვრაში და კანონების მიღებაში, იმ მომენტში, არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი არსით პარტია ხდება. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ულტიმატუმი წაუყენა მთავრობას, რომ გადამდგარიყო. რომელმაც თქვა, რომ უნდა დაკომპლექტდეს ტექნიკური მთავრობა, რომლის შემადგენლობის დაკომპლექტებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეტოს უფლება და გადამწყვეტი სიტყვა ექნებათ. ზუსტად იმ წამს, როდესაც მათ ეს თქვეს, ისინი პარტიები გახდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი განმარტებით, პრობლემა არის ის, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია სინამდვილეში არის პარტია და თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს მიუკერძოებელი, პოლიტიკური დღის წესრიგის არმქონე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელია.

„პრობლემა ის არის, რომ არ უნდა მოატყუონ საზოგადოება, საკუთარი დონორი, სხვადასხვა ფორმატებში შეხვედრების მონაწილეები, თითქოს ისინი არიან პოლიტიკური დღის წესრიგის არმქონე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. სინამდვილეში, ამ ნიღბის უკან ჩვეულებრივი პარტია იმალება“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს