შალვა პაპუაშვილი - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა 17.5%-მდე შემცირდა.

„დღეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ადამიანების რაოდენობა 17.5% - ია, რაც მინიმალური მონაცემებია და სხვა წლებთან შედარებით დაწეულია. ვიცით, რომ 2020 წელს 19.5%-ი იყო. 2012 წელს, დაახლოებით 30%-ს მიღმა იყო, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში 30%-დან 17.5%-მდე ჩამოვიდა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელიც იყო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

საერთო სურათი არის ასეთი, რომ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირებულია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო