შალვა პაპუაშვილი - ადამიანების ერთ ქვაბში ჩაყრა და კლიშირება, რომ პარტაქტივია, არასწორია - აუცილებელია, საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ საკუთარი ცხოვრების დაგეგმვისთვის ცხადი გეგმა, იცოდნენ, როგორი იქნება ხელფასი

შტატგარეშე ადამიანების ერთ ქვაბში ჩაყრა და კლიშირება, რომ პარტაქტივია, არასწორია - მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ხელფასები გაიზრდება ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს საჯარო მოხელეების ხელფასების გაზრდის თაობაზე პრემიერის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა და უპასუხა კითხვას, რომ „საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა 31% შტატგარეშე თანამშრომელია და წარმოადგენენ თუ არა ისინი მმართველი პარტიის პარტაქტივს“.

პაპუაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ 2026 წლამდე ხელფასები საბოლოოდ 50%-ით გაიზრდება“.

„ხელფასების ოდენობა საჯარო სამსახურში, ზოგადად, გამოწვევაა და მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ მოლოდინი, რომ ხელფასების ზრდა მოხდება. მითუმეტეს, რომ ფასებში ცვლილებაა და მნიშვნელოვანია, რომ ამის კომპენსირებასთან ერთად, ზრდაც ხდებოდეს.

რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, ერთ ქვაბში ჩაყრა და კლიშირება, რომ შტატგარეშე ადამიანი არის პარტაქტივი, არასწორია. უნდა იცნობდეთ საჯარო სამსახურს და სხვადასხვა სექტორს, რომ იცოდეთ, რომ არსებობენ მუდმივი ამოცანების შემსრულებელი საჯარო მოხელეები და ასევე არის სამუშაოები, რომელსაც არ აქვს მუდმივი ხასიათი. აუცილებელია, რომ საჯარო მოხელეებს ჰქონდეთ გრძელვადიანად საკუთარი ცხოვრების დაგეგმვისთვის ცხადი გეგმა, რომ იცოდნენ, როგორი იქნება მათი ხელფასი მომდევნო წლების განმავლობაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი 2026 წლამდე ყოველწლიურად, მინიმუმ 10%-ით გაიზრდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა