ვოლოდიმირ ზელენსკი - ვისურვებდი, ჩინეთი რუსეთის ტირანიის მიმართ ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთს მოუწოდა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, „ერთიან საერთაშორისო პოზიციას“ შეუერთდეს.

ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ავსტრალიელ სტუდენტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ჩინეთის ნეიტრალიტეტი დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე ის ფაქტი, რომ იგი რუსეთს შეუერთდეს.

„დღეს ვისურვებდი, რომ ჩინეთი, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტირანიის მიმართ, ერთიან საერთაშორისო პოზიციას შეუერთდეს. ეს აქამდე არ მოხდარა, ჩინეთი განზე დგას. დღეს ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს. მე ვიტყვი გულწრფელად, რომ ეს ნეიტრალიტეტი ბევრად უკეთესია, ვიდრე ის, რომ ჩინეთი რუსეთს შეუერთდეს. მე მჯერა, რომ ჩინეთის საზოგადოება, ამ ქვეყნის ხალხი ჭკვიანურ არჩევანს გააკეთებს. ჩვენთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთი რუსეთს არ დაეხმაროს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა