ზუგდიდის მერია - მუნიციპალიტეტმა 12 ნიჭიერი ახალგაზრდა დააფინანსა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მორიგ სხდომაზე 12 ნიჭიერი ახალგაზრდის ფინანსური ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მერიის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდები არიან:

ქეთევან ჭურღულია დებრეცენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ექვსწლიანი ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტია.

ნიკოლოზ გვალია აშშ-ს სამხედრო აკადემიის კომპიუტერული მეცნიერებების ოთხწლიანი პროგრამის სტუდენტია(კადეტია).

ნინო გვალია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს ქიმია/ბიოქიმიის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტია. ნინო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2022 წლის 15 აგვისტოდან 27 დეკემბრის ჩათვლით სწავლას გააგრძელებს კალიფორნიის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოქიმიის ფაკულტეტზე.

ანანო შელია ბარსელონას ბიზნეს სკოლის საბაკალავრო ხელოვნება ტურიზმისა და დასვენების მენეჯმენტის პირველ კურსის სტუდენტია.

კესო ნაჭყებია ფრაიბურგის ალბერტ-ლუდვიგსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-10 სემესტრის სტუდენტია.

ნია ლომია ირლანდიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აიტი ტექნოლოგიების ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია.

მარიამ ქვარცხავა ვილნიუსის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპისა და რუსეთის კვლევითი მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტია.

მეგი დარასელია ვენის უნივერსიტეტის პუბლიცისტიკისა და საკომუნიკაციო მეცნიერებების პროგრამის სტუდენტია.

თამარ თოდუა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. თამარი DAAD-ის პროგრამის ფარგლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში გაივლის ერთთვიან კურსს სამედიცინო სფეროში.

ილია არქანია თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის დაზგური ფერწერის სპეციალობის მეოთხე სემესტრის სტუდენტია.

გიორგი მამფორია ვენის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტის ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს.

ანნა ჭანია მაინის ფრანკფურტის მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლესი სკოლის დასწრებული ფაკულტეტის სტუდენტია.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის