ირაკლი კობახიძე მოძრაობა „ხალხის ძალაზე“ - დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას

დავაკვირდეთ მოვლენების განვითარებას - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ლიდერი, ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნებიდან" გასული დეპუტატების - სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მიერ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალას“ დაფუძნებას.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა რომ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდნენ კობახიძემ უპასუხა, რომ პარტიაზე კონკრეტული ანონსი არ ყოფილა.

„ეს არის მათი გადაწყვეტილება. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს მოვლენები. დავაკვირდეთ ამ მოვლენების განვითარებას. პარტიაზე ზოგადი საუბარია, არანაირი კონკრეტული ანონსი არ ყოფილა, აქედან გამომდინარე ნაადრევია საუბარი თუ როგორ გამოვა ასე თუ ის სუბიექტი საპარლამენტო არჩევნებზე“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნებიდან" გასულმა დეპუტატებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ დააფუძნეს და არ გამორიცხავენ, რომ მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნას. აღნიშნულის შესახებ განცხადება დეპუტატმა სოზარ სუბარმა გაავრცელა და აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიად იმ შემთხვევაში შეიძლება გარდაიქმნას, თუ დაინახავენ, რომ "ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს".

მისივე თქმით, მოძრაობა პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო